Wednesday, March 14, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


პროექტის სახელწოდება: ლონდონის ღირშესანიშნობანი.
პროექტს მთავარი იდეა: რამდენად საინტერესოა მოსწავლეებისათვის უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას,ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთ თანამშრომლობას,იძენენ პრეზენტაციის უნარს.
პროექტის მიზნები: თანამშრომლობისა და კვლევითი უნარების გამომუშავება და განვითარება.დასახული პრობლემის შესახებ მეტი ინპორმაციის მოძიება ტერმინოლოგიის გამოყენება,დისკუსიაში პრეზენტაციის უნარის გამოყენება და საკუთარი მოსაზრების  გამოხატვა და დაცვა.
მონაწილეთა ასაკი: 13-14წლის მოსწავლეები
ვადები /ხანგრძლივობა2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება. პრეზენტაციის უნარის გამოყენება და საკუთარი აზრის დაფიქსირება. აქტიური მონაწილეობის უნარის გამომუშავება.გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პრეზენტაცია,პროექტორი, სლაიდ-შოუ, კომპიუტერი,დაფა ცარცი.
პროექტის მსვლელობა: კლასი იყოფა ორ ჯგუფად. მოსწავლეებს ეძლევათ ორი კვირა აღნიშნული თემასთან დაკავშირებითმოიძიონ ინფორმაცია ,ფოტოები, საინტერესო ფაქტები,მოამზადონ პრეზენტაცია  Power Point-ის გამოყენებით ორი კვირის გამოყენებით. ორი კვირის შემდეგ ხდება თითოეული ჯგუფის პრეზენტატორების მიერ სლაიდ-შოუს გამოყენებით ჯგუფური პროექტების  პრეზენტაცია. დისკუსიის მოწყობა. მასწავლებელი დამკვირვლებლის როლში აკვირდება მოსწავლეებს თუ რუმელი მოსწავლე რამდენად არის ჩართული ინტერაქციაში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:უცხ.დ.VI I

პროექტის ხელმძღვანელი ნინო სიხარულიძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა ninosikharulidzenini@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი